ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეუძლოდ გახდა და წირვის აღვლენა ვერ შეძლო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ამ დროისთვის უწმინდესი საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ვთხოვეთ ექიმებმა, არ წაბრძანებულიყო [წირვაზე], მაგრამ წაბრძანდა. წნევის ცვალებადობა მოხდა, რადგან მანამდე ფასანაურში ბრძანდებოდა. ალბათ, ცოტა ვირუსული ინფექციაც იყო და ამის გამო მოხდა. ჩათვალეს, რომ სჯობდა წამობრძანებულიყო და ახლა საპატრიარქოშია. სიცოცხლისთვის საშიში და საგანგაშო არაფერია. არც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. წნევა დაურეგულირდა, თუმცა მაინც ჩვენი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – განმარტა ცისანა შარტავამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com