ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

რტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭომ სხდომაზე მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს. დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პოლიტიკურ საბჭოს, შემადგენლობის ორი წევრით გაზრდა შესთავაზა.

სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კონფერენცია გაიმართება არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებად აჭარის რეგიონის წარმომადგენლების, ირაკლი მიქელაძისა და კახა ცეცხლაძის არჩევა მოხდება.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ პოლიტიკური საბჭოს წევრებს მისი მოადგილეები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი წარუდგინა. ასევე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ბერდია სიჭინავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძის და პარტიის ახალგაზრდული მდივნის თანამდებობაზე საბა ჯიქიძის დანიშვნის შესახებ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...