„ინტენსიურად მიდის აზრთა გაცვლა- გამოცვლა და პოზიციების დაახლოვება. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია. აბა, სხვა სად წავლენ? არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო გავყიდეთ და დავახურდავეთ, 30 ვერცხლად გავყიდეთ – ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ისედაც ყველაფერს მიხვდება. კი, პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოვებულა“- აცხადებს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე.
