ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პარლამენტში ოპოზიციას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები წარმოადგენენ

პარლამენტში ოპოზიციას „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები წარმოადგენენ

როგორც მოსალოდნელი იყო, სახელისუფლებო პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ფონის შესაქმნელად „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე დეპუტატი გადაიბირა-დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე.

„პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დღეს იმსჯელეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 -მა დეპუტატმა დაუჭირა, ფრიდონ ინჯიას -81-მა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობას კი 82-მა დეპუტატმა.არჩილ თალაკვაძე   აცხადებს, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში.“პატრიოტთა ალიანსის“ სიით დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ასევე არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

მოგეხსენებათ დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ ...