ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პარლამენტში დავბრუნდეთ და „ვითომ არაფერი არ მოხდა?“

„პარლამენტში დავბრუნდეთ და „ვითომ არაფერი არ მოხდა?“

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხაებს, რომ პარლამენტში არ შევა.

„ბატონ დანიელსონს გადავუხადე მადლობა, რადგან დავინახეთ სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, რაც არის დასაფასებელი. მე მას ძალიან მკაფიოდ ვუთხარი, რომ მჯერა ევროპელი პარტნიორების და იმის, რომ მის მიერ გაკეთებული შემოთავაზება იქნება ჩვენი ქვეყნის სწრაფი რეფორმირებისათვის და არა იმისთვის, რომ ორი მხარე შეარიგოს ერთმანეთს. ოპოზიციას უნდა ერთი რამ, რომ ვიხილოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანას დააწყებინებს ახალ ცხოვრებას.

ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

,,ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ 40 000 ლარის პრობლემა არ არსებობს, ქვეყნის წინაშე დგას სხვა პრობლემა, რომელსაც ჰქვია პოლიტიზირებული მართლმსაჯულება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ადამიანებით ვაჭრობა და პოლიტიკური ვაჭრობა. თანხის გადახდის უამრავი მექანიზმი არსებობს აქ არის იურიდიული ლაფსუსი, ადამიანი დაპატიმრებულია და რევერსით უნდათ გირაოზე საუბარი, რაც უბრალოდ გაუგებარი რამ არის.“-აცხადებს „ლელოს“ ლიდერი ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...