ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პარლამენტის გადატანა კი არა, არამედ ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდებაა საჭირო ისტორიის სანაგვეზე“-შალვა ნათელაშვილი

„პარლამენტის გადატანა კი არა, არამედ ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდებაა საჭირო ისტორიის სანაგვეზე“-შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს,  რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მხოლოდ თბილისი განსაზღვროს საპარლამენტო ქალაქად საზოგადოების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და ამ პროტესტის შედეგს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიღებს.

„პარლამენტის გადატანა კი არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის გადატანა და გადაგდება ისტორიის სანაგვეზე. რაც შეეხება პარლამენტს ის უნდა იყოს ქუთაისში. თუ ამას ვინმე ასაბუთებს ხარჯების სიდიდით, კეთილი ინებონ და ის ზღაპრული ხელფასები და პრემიები მოიკლონ, ჩამობრძანდნენ აქ დაინახონ საკუთარი თვალით თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო როგორ ცხოვრობს ხალხი.

ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს ქუთაისელები 28-ში გასცემენ ღირსეულ პასუხს“- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები შედის. პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რიგები და წიოკი 48 მაისურის გამო -სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მაისური (ვიდეო)

მშიერმუცელა მონებო!სალომეს ტრიკო დაიხურეთ თავზე! Posted by ნაციონალების ფეისკლუბი on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com