ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “პანორამა თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა(ვიდეო)

“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა(ვიდეო)

⭕ LIVE❗ პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 16 აპრილი, 2019

ვიდეო მასალას  ტვ „პირველი“ნავრცელებს

მომღერალ თიკა ჯამბურიას ინფორმაციით, “პანორამა თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა. მისი თქმით, შემთხვევა რუსთაველის #1 ნომერში მოხდა, სადაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა მიმდინარეობს.

ჯამბურია, რომელიც ფაქტის თვითმხილველია ამბობს, რომ დაკიდული ხარაჩო ჩაწყდა, შედეგად სამი მუშა ძირს ჩავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com