ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ“-გიორგი გახარია

„პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ“-გიორგი გახარია

 

 

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

რაც შეეხება პოლიციას, მინისტრის თქმით, პოლიცია ხეობაში დარჩება და მოქალაქეებს დაიცავს.

„შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერის შემთხვევაში აშენდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com