ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პანკისელები ჰესის აშენებას კატეგორიულად ეწინაღმდეგებიან

პანკისელები ჰესის აშენებას კატეგორიულად ეწინაღმდეგებიან

 

 დღეს პანკისის ხეობის  სოფელ ომალოში სახალხო კრება თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსახლეობამ საბოლოოდ უარი თქვა ხეობაში ჰესების მშენებლობაზე და ამ საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხა.

 უფრო მეტიც ახლა ხეობის მკვიდრი ხელისუფლების სახელზე მიმართვის გავრცელებას აპირებენ.თუმცა ადგილობრივები ჯერჯერობით არ ამბობენ თუ ვის სახელზე გააკეთებენ მიმართვას.

„შეხვედრაზე იყო ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა ეს შიდა სამზარეულოა. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ჰესების თემა, რომ ამ საკითხზე დიალოგი კატეგორიულად გამოირიცხოს. თუმცა მიმართვას, თხოვნას გავავრცელებთ ხელისუფლების მისამართით. რა შინაარსის და ვის სახელზე, ამაზე უახლოს დღებში კვლავ შევიკრიბებით და გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ხეობაში სიტუაციის დალაგება”, – განაცხადა  ადგილობრივმა თამაზ ბაღაკაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com