ახალი ამბები
Home / Uncategorized / “პანდემიის შეკავება ქვეყანაში შესაძლებელია შეზღუდვების გამკაცრებით და მილიონი აცრის ჩატარებით”-ამირან გამყრელიძე

“პანდემიის შეკავება ქვეყანაში შესაძლებელია შეზღუდვების გამკაცრებით და მილიონი აცრის ჩატარებით”-ამირან გამყრელიძე

” 50%-ზე ვართ დასული პირბადის ტარების. ყველაზე ძლიერი რეგულაცია პირბადის ტარებაა. ყველამ ვატაროთ პირბადე და წავიდეთ ავიცრათ. გუშინ 30 000 აცრაზე ავედით. თუ ეს შევინარჩუნეთ და გავზარდეთ სექტემბერში, იქნება ძალიან კარგი. ჩემი პროგნოზით, აგვისტის ბოლოს უნდა გვქონდეს 650-700 ათასამდე აცრა. თუ ეს აგვისტოში გვექნა და  სექტემბერში მილიონი აცრა გავაკეთეთ, სერიოზულად შევაკავებთ პანდემიას”-აცხადებს გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს

ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამკაცრების შესახებ იმსჯელეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე და ცნობილია რომ ხარ, შეზღუდვა მხოლოდ კვების ობოექტების საქმიანობას შეეხება. ისინი ხვალიდან 23 საათის ნაცვლად 22 საათამდე შეძლებენ მუშაობას. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეს საბჭომ სხვა საკითხებზეც იმსჯელა და არ არის გამორიცხული მომავალში სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

“საკმარისი არასდროს არაფერი არ არის, ალბათ საჭირო გახდება კიდევ უფრო გამკაცრება (შეზღუდვების). დღეს საბჭომ მიიღო კონსესუსით  რესტორნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა იყო სხვა საკითხებზეც სერიოზული მსჯელობა, თუმცა ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ეს არ გამორიცხავს ხვალ, ზეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, თუ სექტემბერში ქვეყანამ შეძლო და მილიონი აცრა ჩაატარა, პანდემიის შეკავება შესაძლებელი იქნება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...