ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / პომიდვრისა და ხილის გაყიდვით გუბაზ სანიკიძემ 50 000 ათასი ლარი დააგროვა-რა ქონების პატრონია ყოფილი დეპუტატი?

პომიდვრისა და ხილის გაყიდვით გუბაზ სანიკიძემ 50 000 ათასი ლარი დააგროვა-რა ქონების პატრონია ყოფილი დეპუტატი?

გუბაზ სანიკიძის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ:

დეპუტატი ფლობს 2017 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. აღნიშნული ქონება მან 45.000 ლარად შეიძინა.

ასევე, მის საკუთრებაშია 2008 წელს ამავე სოფელში შეძენილი ვენახი 60.000 კვ.მ-ის ოდენობით, რომელიც გუბაზ სანიკიძემ იჯარის გამოსყიდვის წესით, კერძო საკუთრებაში გადაიტანა და მას ეს შენაძენი 2.500 ლარი დაუჯდა.

დეპუტატის მეუღლე ირმა სანიკიძე საბურთალოზე, ს.ცინცაძის ქუჩაძე 150 კვ.მ-ის საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც სანიკიძეებმა 2011 წელს 250.000 ლარად იყიდეს.

გუბაზ სანიკიძე 2017 წელს 7.000 დოლარად ნაყიდი ლენდროვერ დისქავერის მარკის ავტომობილით გადაადგილდება.

გუბაზ სანიკიძის შვილი, ნინო სანიკიძე, თიბისი ბანკშია ნაბარზე 2.725 დოლარს ფლობს, მისი მეორე შვილი, ლევან სანიკიძეც დანაზოგს იგივე ბანკში  ინახავს, რომელიც 3.000 დოლარს შეადგენს.

ირმა სანიკიძეს “ლიბერთი ბანკი” ანაბარზე 375 დოლარი უფიქსირდება. თავად დეპუტატს დეკლარაციის შევსების მომენტში, “ლიბერთი ბანკში” საპენსიო ანგარიშზე 3 ლარი ჰქონდა. ის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრიცაა და მას ყოფილი პარლამენტარის პენსი ერიცხება, რომელიც წლიურად 6.720 ლარს შეადგენს.

გუბაზ სანიკიძე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციითაც არის დაკავებული. ამ გზით მიღებული შემოსავალი 50.000 ლარია.

დეპუტატი მემკვიდრეობით მიღებულ ბიბლიოთეკას ფლობს, რომელშიც იშვიათი გამოცემებიცაა.

დეპუტატმა ეს მემკვიდრეობა 2002 წელს მიიღო.

პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციონერმა გუბაზ სანიკიძემ, სხვა კოლეგების მსგავსად, დეპუტატის დეკლარაცია შეავსო.

მანდატზე საჯაროდ უარს ამბობს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში, თანამდებობის გრაფაში, ის საქართველოს პარლამენტის წევრად არის მითითებული.

პრაიმ-ტაიმი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...