ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა, შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს. სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?“

„ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა, შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს. სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?“

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის, მაია სვანიშვილის შეფასებით, გუშინდელი ე.წ. შავი პარასკევი იყო ტესტი საზოგადოების მენტალობაზე. ამის შესახებ ექიმი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო! გუშინდელმა „შავმა პარასკევმა“ ტესტი ჩაუტარა ჩვენს საზოგადოებას მენტალობაზე და ინტელექტზე, სინდის- ნამუსზეც! თურმე ხალხი „მშიერ- მწყურვალი“ და „შიშველ- ტიტველია“!!!

მე და ჩემს კოლეგებს, რამდენიმე თვეა არც ჩაცმა გვღირსებია, არც ადამიანურად ჭამა, არც ძილი და მოსვენება! თვეობით ვერ ვხედავთ შვილებს და შვილიშვილებს, ზოგი ვმკურნალობთ, ზოგი იზოლაციაში ვართ და ყველა ჩვენგანი ვიხდით ვალს ქვეყნის წინაშე!

თქვენ, მოლებთან რიგებში და საცობებში მომლოდინენო, ვერ ხედავთ რომ ხალხი იხოცება? ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა, შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს. სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას?

მაპატიეთ ასეთი გაცხარება, მაგრამ რაც დავწერე, სიმართლეა!!! ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად! გამოუცხვეთ თქვენს შვილებს გემრიელი ნამცხვარი, თქვენი ხელით და ეს იყოს წელს საახალწლო საჩუქარი-არ შეიძლება ამაზე ” გადავიაროთ”? ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მართლა გმირებო, ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა-თ ქ ვ ე ნ !!!“,- წერს სოციალურ ქსელში მაია სვანიშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...