ახალი ამბები
Home / არჩევნები / ოცნების მაღალჩონოსნები ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და გია გულორდავა ქრთამის აღების გამო დააკავეს

ოცნების მაღალჩონოსნები ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და გია გულორდავა ქრთამის აღების გამო დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები – ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე, წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს.

წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ აღნიშნა, რომ არც ერთი მაღალჩინოსანი ბრალდებას არ ეთანხმება და საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ დააკავეს სამართალდამცავებმა.

მერაბ მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან მისი მტკიცებით, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას წარმოდგენა არ აქვს თუ საერთოდ რა ბრალდებას ედავება და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია და შესაბამისად, პოზიციას აფიქსირებს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

წარმოდგენა არ აქვს ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯერ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, არ გადმოგვცემია მასალები, კონკრეტულად მტკიცებულებებზე ვერ გესაუბრებით, რა ჩანაწერებზე და რა ჩვენებებზეა საუბარი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია მის მოადგილესთან, გია გულორდავასთან ერთად, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დღეს დააკავა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com