ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოცნება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მზადაა“-ირაკლი კობახიძე

„ოცნება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მზადაა“-ირაკლი კობახიძე

 უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა 25 ოქტომბერსაც ჩატარდა, სადაც კონსენსუსის მიღწევა შეძლეს.

„გუშინდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული. ყველა თემასთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. საუბარი იყო სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საეთერო დროის შესახებ და ა.შ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ. დღესაც, ორი ძირითადი თემა განიხილება. ეს არის საარჩევნო დავების საკითხი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დადგება შეხვედრის მონაწილეების მხრიდან. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარი მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com