ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოცნება“ იშლება:„კობახიძე სხდომიდან გაიქცა, გოგიჩაიშვილის შემდეგ „ოცნებას“ ბესელია- ფოფხაძეც დატოვებს“

„ოცნება“ იშლება:„კობახიძე სხდომიდან გაიქცა, გოგიჩაიშვილის შემდეგ „ოცნებას“ ბესელია- ფოფხაძეც დატოვებს“

 არეულობა პარლამენტში  იმით დამთავრდა, რომ  უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა, მას უკან მიჰყვება ეკა ბესელია და სავარაუდოდ გედი ფოფხაძე. პარლამენტო  ოცნების უმარავლესობა იშლება,  თავჯდომარემ კი სხდომა დადოვა და წავიდა.ერთი სიტყვით, ოცნების უმარავლესობა იშლება.

„საგაზაფხულო სესიას პარლამენტის თავმჯდომარე არ უძღვება. „რეგლამენტით ვიცე-სპიკერმა მაშინ უნდა განახორციელოს სპიკერის მოვალეობა, თუ მას რამე ხელს უშლის ამ მოვალეობის განხორციელებისგან. ადამიანურად, ძლიან არ მსიამოვნებს ის, რაც ახლა გავიგე, რომ რაღაც შეხვედრა არის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ჩემთვის ეს ელემენტარულად ცნობილი არ იყო. რაღაც ფორმით, ალბათ, უნდა გვცოდნოდა კოლეგებს, მაგრამ როგორც ჩანს, აქ არის დეპუტატების სანდო წრე, რომლებმაც ყველაფერი იციან, ხოლო ვინც ამ სანდო წრის ნაწილი არ არის, იმას კომიტეტებიდან უკვე ვრიცხავთ ხომ?! მე გამრიცხეთ იურიდიული კომიტეტიდან. ახლა არ ვიცი, რა სხდომები ტარდება ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, მაშინ თქვენ არღვევთ რეგლამენტს იმით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ხელს არაფერი უშლის ეს სხდომა წიაყვანოს, ახლა მიდის და სეპარატიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინჩალაძე, მურუსიძე და მაგ გუნდთან’, – განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში იმართება შეხვედრა რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და დაიგეგმა დღეს, რადგან სხვა საშუალება არ იყო ამ შეხვედრის გამართვის . აქედან გამომდინარე,  მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით. ჩემი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურის და კრიტერიუმების განხილვა, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების ნაწილი აპროტესტდა, რომ  ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე განხილვის დროს მოსამართლეებს ხვდებოდეს, ამიტომ ითხოვდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომას დასწრებოდა. თუმცა, მან პლენარული სესია დატოვა და სხდომის გაგრძელება ზვიად ძიძგურს სთხოვა.

 დიდი ხმაური და აურზაური შემდეგ 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩავარდა.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com