ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოცნებაში“ ხმის ამოღებას მიშლიან, ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის“ გედევან ფოფხაძე

„ოცნებაში“ ხმის ამოღებას მიშლიან, ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის“ გედევან ფოფხაძე

 ქართულ ოცნებაში დიდი ხანია აურეულობა და გაუგებრობაა, ამის შესახებ ინფორმაცია კულისებიდან  საბოლოოდ გარეთ გამოვიდა და ოცნებამ  ნელ-ნელა რღვევა  დაიწყო.

ოცნებაში რომ გაუგებრობაა ამას ეკა ბესელიას გადადგომას ადასტურებს, ამას ისიც დაემატა,  რომ ეკა ბესელიას მოადგილე გედევან  ფოფხაძეც გაუშვეს დაკავებული თანამდებობდან.

ერთ დროს ოცნებიდან წასული და მერე უკან მობრუნებული გედი ოცნებაში ადგილს ვეღარ პოულობს…ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო,ამ პოზიციაზე ის ერთი კვირის  წინ აირჩიეს.

„მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება. არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო.

ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“, – განაცხადა ფოფხაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com