ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოცნება“საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრება“

„ოცნება“საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრება“

არტია „საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს სამახურიდან დათხოვით ემუქრებიან.2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის იდეით.

საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმ„პათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რაც შიშის მანიშნებელია და ღირსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

,ეს უბრალოდ შიშია. ისეთ დონემდე მიდიან, რომ რიგით საჯარო მოხელეებს, სოფლის ექიმს, მეხანძრეს და უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ სიმპათია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან მათი, ან მათი ოჯახის წევრების გაგდებით. ეს ამორალურია და არანაირი კავშირი ღირსებასთან არ აქვს. „ოცნება“ რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის მოდულით, დღეს იძულებულია და იმ მდგომარეობაშია, ამ პარტიული „ბოსების“ მართვის შედეგად, რომ იგივე ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენოს, რაც მანამდე იყო. ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იმავე ხალხს, ვისაც ამას უკეთებდნენ 2012 წლამდეც. ჩვენ შევქმენით იურისტების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყველა შემთხვევას განიხილავენ და გვაქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემა ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელებს და თუ დაგვჭირდა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...