ახალი ამბები
Home / აქცია / „ორმა თვალი დაკარგა, 250 ადამიანი დაშავდა“-პარლამენტის წინ პოლიციასთან შეტაკებისას

„ორმა თვალი დაკარგა, 250 ადამიანი დაშავდა“-პარლამენტის წინ პოლიციასთან შეტაკებისას

„ღამის საათებში კლინიკაში შემოვიდა 24 პაციენტი. აქედან 6 უკვე გაწერილია ბინაზე. ჩატარდა 6 ოპერაცია. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, სტაბილური. 2 ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით. მათ მხედველობა სრულად არ დაუკარგავთ. მხოლოდ იმ თვალზე დაკარგეს, რომელიც ამოვიღეთ. დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები და დაკვირვება. პაციენტების გაწერა დამოკიდებული იქნება მათ მდგომარეობაზე. დავაკვირდებით და მოგვიანებით მოგახსენებთ.

თვალის დაზიანებები მიყენებული იყი უცხო სხეულით. დანარჩენი საჭიროებს საექსპერტო დასკვნას”,- განაცხადა კორძახიამ.

რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, ასევე არის ჭრილობები.  ასევე მისი ინფორმაციით  ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დიაგნოზით „ნიუს ჰოსპიტალსში“ არავინ შეუყვანიათ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com