ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ორი პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება“-დავით სერგეენკო

„ორი პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება“-დავით სერგეენკო

 მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ტყიბულში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი დავი სერგეენკო, მინისტრის ინფორმაციი  შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა  უკიდურესად მძიმეა,  ბრაც შეეხება დანარჩენებს მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამჟამად მინისტრი  სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. რომელიც აცხადებს, რომ მალე დაშავებულებს  ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.

“ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ”, – განაცხადა სერგეენკომ.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 

“ჩვენთან შემოვიდა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში აფეთქება დღეს დილით  მოხდა, რის შედეგადაც  დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com