ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა“

„ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა“

„ქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე ბანაკიდან უნდა იქნენ დადანაშაულებულები ამ გაუგებრობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ ეს ახლა გავაკეთეთ. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს გამოსავლის ქვაკუთხედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ახალი არჩევნები იქნება მხოლოდ გადაუდებელი დახმარება და არა გრძელვადიანი გამოსავალი. სრულიად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ დავინახავთ თუ როგორ განმეორდება კრიზისი. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა – სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ იქ, რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი კრიზისის დროს,“-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...