ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ორბელიანების სასახლის მშენებლობა დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარი დაიხარჯა

ორბელიანების სასახლის მშენებლობა დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 მილიონი ლარი დაიხარჯა

 

 

ორბელიანების სასახლედცნობილი ნაგებობა ახალ ფუნქციას იძენს და როგორც დედაქალაქის, ისევე ქვეყნის სახე და სავიზიტო ბარათი ხდება.   

გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა, მდიდარი ისტორიიცაა ცნობილი. სახელწოდება ამ შენობამ გრიგოლ ორბელიანისგან მიიღო მემკვიდრეობით, რომლის საცხოვრებელი სახლიც იდგა სწორედ ამ ადგილას. გრიგოლ ორბელიანის (1804-1883) საკუთრებას წარმოადგენდა მიმდებარე მიწებიც იმ კუნძულის ჩათვლით, სადაც ახლა დედაენის პარკია და რომელსაც მოგვიანებით მადათოვი ეწოდა.

გ. ორბელიანის პერიოდიდან შემორჩა საბრძოლო გოდოლი, რომელიც ოდნავ ქვევით, ახლანდელი კულტურის სამინისტროს შენობის ზედა კუთხეში მდებარეობს. ამ მასშტაბით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამხელა მიწას ფლობდნენ ორბელიანები თბილისის შემოგარენში. გრიგოლი ხანგრძლივი სამხედრო სამსახურის შემდეგ დაუბრუნდა თბილისს და 1958 წლიდან 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისის რეზიდენციაში.

ორბელიანების სახლი მაშინდელი ქალაქის არისტოკრატიის შეკრების ადგილი იყო, სადაც იქმნებოდა საზოგადოებრივი აზრი საქართველოს სვე-ბედთან დაკავშირებით. მის სახლში ნამყოფია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა გამორჩეული მოღვაწე.

მოგვიანებით, რეზიდენცია განახლდა და მივიღეთ დღეს არსებული შენობა ისტორიული იერსახით. საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ შენობას ექსპროპრიაცია გაუკეთდა და იქ სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყება განთავსდა. იგივე ბედი ეწია თბილისის სხვა გამორჩეულ სასახლეებსაც.

საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში შენობაში განთავსებული იყო დაწესებულება, რომელიც უცხოეთთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების პროცესი, თბილისში დაიწყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა.

1992 წელს ორბელიანების სასახლეში საქართველოს გამორჩეული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაიდო ბინა. შენობაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა საელჩო და მისი საკონსულო განყოფილება, ხოლო საელჩოს დიღომში გადატანის შემდეგ იქ UშAID-ის ოფისი გადავიდა. შენობის რესტავრაცია 2011 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ის ვანო მერაბიშვილის საპრემიერო რეზიდენციად მოიაზრებოდა.

ხელისუფლებისა და კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ კი მთავრობამ სურვილი გამოთქვა, რეზიდენცია პრეზიდენტს გადასცემოდა. ვინაიდან სამუშაოები უკვე დაწყებული იყო და პროექტით გათვალისწინებული თანხის დიდი ნაწილიც დახარჯული, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ, რომელმაც გააგრძელა მშენებლობა, მისი დასრულება გადაწყვიტა.

თლიანობაში, პროექტზე 21 მილიონი ლარი დაიხარჯა და 1500 კვადრატული მეტრი ფართობის კეთილმოწყობილი, თანამედროვე, ისტორიული ღირებულების მქონე რეზიდენცია მივიღეთ. ახალი კონსტიტუციური რეალობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის როლი მხოლოდ წარმომადგენლობითია და ქვეყნის რეალური მმართველი პრემიერ- მინისტრია. ამ ცვლილებამ განაპირობა პირველი პირების ადმინისტრაციის მასშტაბის შემცირებაც. პომპეზური შენობა, რომელიც სააკაშვილმა საკუთარ პერსონას მოარგო, ათობით ათასი კვადრატული მეტრის მოცულობისაა, რაც საკმაოდ ძვირად შესანახად აქცევს მას შესაბამისი გამოყენების გარეშე. ათონელზე რეზიდენციის საბოლოო დამთავრებისთანავე, სავარაუდოდ, განახლდება კონსულტაციები მის გამოყენებასთან დაკავშირებით, მანამდე კი სასიხარულოა, რომ თბილისს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი, წარმომადგენლობითი ნაგებობა შეემატა, რომელიც სრულად დაიბრუნებს თავის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას.  ძველი თბილისის ეს ღირსშესანიშნავი, ისტორიული უბანი დაიბრუნებს ძველ ბრწყინვალებას.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...