ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოპოზიციისთვის პრიორიტეტული რურუას და მელიას საკითხი იყო…“

„ოპოზიციისთვის პრიორიტეტული რურუას და მელიას საკითხი იყო…“

„ოპოზიციისთვის პრიორიტეტული რურუას და მელიას საკითხი იყო...“-განაცხადა პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ როპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ .

 „მოქალაქეების არჩევანს პატივი სცა „ქართულმა ოცნებამ“ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვინ უგულებელყო ჩვენი მოქალაქეების არჩევანი ესეც ცხადია. ამ პრინციპით – „თუ არ მოვიგებთ, არ ვაღიარებთ“ ვერც საარჩევნო რეფორმას ვერ გავაგრძელებთ და ვერ შევთანხმდებით, რას ნიშნავს დემოკრატიული არჩევნები. ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშნველოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე, რასაც თვითონ არასოდეს არ დათმობდნენ. ისინი უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები. არ ჩანს ის სამართლიანი პირობა, რომ თუ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ამ ადამიანებს არ ექნებათ იგივე დამოკიდებულება, რაც აქვთ ახლა. 8 მარტის შეთანხმებაზე სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ დაემორჩილებოდნენ ხალხის არჩევანს, თუ გაკეთდებოდა კონკრეტული რეფორმები. ჩვენ ეს რეფორმები გავაკეთეთ, მათ არ შეასრულეს პირობა და არ მოვიდნენ პარლამენტში“-განაცხადა თალაკვაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...