ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, მოთხოვნა, რომ ამ ადამიანებმა ხელი მოაწერონ გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში, ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახი“-გიორგი მარგველაშვილი

„ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, მოთხოვნა, რომ ამ ადამიანებმა ხელი მოაწერონ გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში, ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახი“-გიორგი მარგველაშვილი

,,ჩვენ ვცხოვრობთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები ხელში უპყრია პოლიტიკურ ჯგუფს და მათ ხელმძღვანელს, რომელმაც ხალხის ლეგიტიმური ნდობა არ მიიღო. მათივე დათვლით, ისინი ნახევარზე ნაკლებ ხმებს ფლობენ, თუმცა დღეს უნდათ, რომ ხელში ჩაიგდონ 100% სახელმწიფო მართვის ბერკეტები. იმისათვის, რომ ჩვენ ხალხის მმართველობა შევქმნათ, ქვეყანაში კომპრომისი უნდა შედგეს. ჩვენი ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა, ისინი არ საუბრობენ, რომ ექსტრაორდინალურს მოახდენენ და ქვეყნის სტაგნაციას გამოიწვევენ. მიტინგების გამართვაზეც კი ძალიან რაციონალურად და მშვიდად საუბრობენ, ამ ფონზე მოთხოვნა, რომ ამ ადამიანებმა ხელი მოაწერონ გაყალბებაზე, შევიდნენ პარლამენტში და მათთვის გაწერილი როლები ითამაშონ, ეს იქნება მათი პოლიტიკური კრახი. გამოდის, რომ ისინი შედიან ფარსში, რომელშიც მისცემენ დაწერილ როლებს და გვექნება ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში. მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ვადაზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორც კომპრომისზე. პოლიტიკურ პარტიებს ხელში უჭირავთ ქართველი ხალხის ნება და ამ ნებით თამაში, ამ ნების ვიღაცისთვის ჩუქება ან გადაფორმება მათი მხრიდან სრული პოლიტიკური სიბეცე იქნება, დანარჩენი კომპრომისის და მოლაპარაკების საკითხია“, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...