ახალი ამბები
Home / Uncategorized / ოპერატორი „ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ოპერატორი „ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბთოლია.

იმავე არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას განცხადებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა ქარელში, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ჟურნალისტების “ქართული ოცნების” ოფისში მისვლას.

“ზაზა გულიაშვილთან მივედით ქარელში და თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეგვეგებნენ. იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა.

შენობის ქვემოთ არის კომერციული ფართი საიდანაც კიბეებით ადიხართ ქართული ოცნების შტაბში და იქიდან გადმოისროლეს. არ ვიცი რა დავარქვა ამ სიგიჟეს”, – განაცხადა ბექა ყორშიამ “მთავარი არხის” ეთერში,

“მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს – გვარამია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...