ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“-სალომე ზურაბიშვილი

„ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“-სალომე ზურაბიშვილი

„ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.“-განაცხადა  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელია,  რომლის თვითმკვლელობაზე დღეს  ინფორმაცია გავრცელდა , ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს.

გარდაცვლილთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე აზუსტებენ.

„ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა რეზო ქობალიამ განუცხადა.

„ინფორმაციას ვაზუსტებ სხვადასხვა წყაროსთან. ბოლოს რა ინფორმაციაც მივიღე, იყო ის, რომ თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ“, – აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილს 2010 წელს დაბადებული გოგო ჰყავს და სენაკშია მიწერილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com