ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ოკუპანტებს მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ? “ატოცი- აქ ერთად შევაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია, დღეს კი დღის წესრიგში ჩორჩანაა“

„ოკუპანტებს მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ? “ატოცი- აქ ერთად შევაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია, დღეს კი დღის წესრიგში ჩორჩანაა“

ახლა ვყვირივართ: ოკუპანტებს მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ?

ახლა ვყვირივართ: ოკუპანტებს მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ?

“ატოცი. აქ ერთად შევაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია. დღეს კი დღის წესრიგში ჩორჩანაა,“ — წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა  და ფოტო და ვიდეო მასალების თანხლებით საკუთარ facebook— ზე ორ სტატუსს აქვეყნებს.  

სტატუსი N 1

შარშან ზაფხულში ვყვიროდით, ყარაფილასთან ავტობანის პარალელური გზა გაჰყავთ ოკუპანტებსო და ერთ ყურში შევუშვით, მეორიდან გამოვუშვით.

შედეგად – ოკუპანტთა ბაზები მოკლე გზით, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის გავლითაა დაკავშირებული.

შარშან შემოდგომაზე ვყვიროდით, თრუსოს ხეობას აგვახევენ და ყაზბეგი-გუდაურზე უჭირავთ თვალიო, ბანაკი მოვამზადეთ და ნასვამი მოხევეები დაგვახვედრეს სამ კაცს, რომ არა ჩვენი თავდაჯერებული და გონიერი საუბარი, რაც საკმაოდ ძნელი იყო, ვინ იცის, რა მოხდებოდა, სამაგიეროდ, ახლა ყველა თრუსოს ხეობაზე და გუდაური-ყაზბეგზე ალაპარაკდა.

შარშან გაზაფხულზე ვყვიროდით, საბაჟო პუნქტების გახსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დათმობების ხარჯზე მოხდებაო და ყურს არ იბერტყავდა არავინ, ახლა კი ყველა ამაზე ალაპარაკდა.

ახლა ვყვირივართ: ამგვარი მონიშვნებით სავსეა ხაშურის თავზე ტყეები, ეს წაღვლის ტყეა, წაღვლი ხაშურის მუნიციპალიტეტში შედის, მიაქვთ ეს ტყეები, უზარმაზარი ტერიტორია მიაქვთ, გესმით თქვენ?

პოლიციამ ეს იცის, ხელისუფლებამ ეს იცის, მაგრამ პოლიტიკური ნება არაა ხმის ამოღების, მხოლოდ იმის ნებაა, რომ ჩვენ არ მიგვიშვან, არ გადაგვაღებინონ, არ გაგვახმაურებინონ, დაგვაბოლონ, რომ მეტყევეები დადიან რუსული პულვილიზატორებით და ტყეში ხეებს ნიშნავენ…

ჩვენ კი ჯიუტად ვიწევთ, არ ვინდობთ მანქანებს, არ ვიზარებთ 10 კილომეტრიან გადარბენებს, ვწვალობთ გადაღებებზე, ვიღებთ კოორდინატებს, ვრთავთ ლაივებს და თქვენამდე მოგვაქვს, გაგებინებთ და გეუბნებით, ადამიანებო, ქართველებო, თვითონ პოლიციელები არიან გაოგნებული, იმ დონის ღალატთან გვაქვს საქმე და ეს ამბავიც მერე გახდება ალბათ აშკარა, ჩვენ კიდე არ ვართ ბევრნი და რა გავაკეთოთ, ეს ოხერი, რამდენად გავიყოთ, როგორ გადავეფაროთ ამხელა მიწას თხუთმეტიოდე კაცი და ამოიღეთ რა, ხმა, თქვენი ხმაა აქ გადამწყვეტი, თორემ უბედური შემთხვევების მეტი რა ხდება, აქამდე ფეხი დაგვიცდებოდა და სადმე ხევში გადავიჩეხებოდით, საჭესთან ჩაგვეძინებოდა და ხეს შევასკდებოდით, ატოცის სახლში გაზი დაგვრჩებოდა ღამით და ვერ გავიღვიძებდით და რა ვიცი, კიდევ რა ჯანდაბა…

რეიტინგი, იმიჯი, ხმები ჩვენ არ გვინდა და თანამდებობა, პარლამენტისკენ ჩვენ არ ვილტვით და გრანტს რომ ტყე-ღრეში ხეტიალისთვის არავინ იძლევა, ჩემზე უკეთ იცით და ეს დედააფეთქებული, სანამ თქვენც მოგბეზრებიათ, სანამ გითქვამთ, რა წაიღეს ამათ ტვინიო, მიხვდით, რომ ჩვენს საკუთარს არავინ გვეცილება, ატოციდან შორსაა ჩემი სახლი და ვერავინ წამართმევს, მაგრამ ყველას გვართმევენ ამ ქვეყანას და გადამთიელები კი არა, ჩვენი სისხლი და ხორცი გვართმევს, რადგან გვაჩუმებს, ხელს გვაფარებს და გვეუბნება, რო კი, მართალი ხარ, გვჟიმავენ, მაგრამ ნუ დაიყვირებ, მოდუნდი და სიამოვმება მიიღეო…

ვერ ეღირსებით მაგას, ვერ გვნახავთ მოდუნებულს, მაგრამ ახლა იყვირეთ თქვენც ჩვენთან ერთად, თორემ ზემოთჩამოთჳლილი შემთხვევებიდან რომელიმე რომ მოგვივა, მერე, ბოდიში და, რა თავში ვიხლით მაგ დამწუხრებულ სმაილებს და რა პატრიოტი დავკარგეთ ფრაზებს?!

სტატუსი N 2

ატოცი. აქ ერთად შევაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია.

დღეს კი დღის წესრიგში ჩორჩანაა, რომელიც არასოდეს ყოფილა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ამის მიუხედავად, ორკები გეგმავენ ამ უზარმაზარი ტყის მასივის ოკუპაციას.

ჩვენ დავიწყეთ ჩორჩანა-წნელისი-წაღვლის მიმდებარე ტყეებში პატრულირება და რუსი ოკუპანტების მიერ გაკეთებული 23 ნიშნული აღმოვაჩინეთ. 2 კვირის წინ კი ოკუპანტებმა შუაგულ, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტყეში კოდელი მონადირე დააკავეს, გააფრთხილეს რომ არც კი გაებედა მეორედ ამ.ტყეში შემოსვლა და გამოუშვეს ამბის მოსატანად…
ორკები უკვე ისე მოძრაობენ ჩვენს ტყეებში, თითქოს ეს ტყეები უკვე მათი ყოფილიყოს.

ჩვენ ვეძებთ დამატებით მტკიცებულებებს და პარალელურად ვპატრულირებთ ჩორჩანის ტყეებში.

დღეს ჩვენი შესვლა საპატრულოდ შეფერხდა პოლიციის მიერ, მიზეზი კი ჩვენი უსაფრთხოება დასახელდა.

ეს კი, დამეთანხმეთ, დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩორჩანას ტყის ოკუპაციის რისკი გაზრდილია. ესე იგი ჩვენი ვარაუდი გასცდა ვარაუდის ფარგლებს და ჩვენდა სამწუხაროდ მყარდება მოსაზრება იმის შესახებ რომ 2 კვირის წინანდელი კოდელი მონადირის გაფრთხილება შემთხვევითი არ იყო.

დღეს, პოლიციასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მაინც შევედით ჩორჩანას ტყეში, მაგრამ ძვირფასი დრო დაკარგული იყო. ჩვენ ვერ შევძელით დაგეგმილი პერიმეტრის პატრულირება და როგორც შედეგი, დღეს ვერ მოვახერხეთ იმ ნიშნულების პოვნა, რომლებიც ორკების გეგმის გამოაშკარავებაში დაგვეხმარებოდა..

ფაქტი კი ჯიუტია, ჩორჩანას უზარმაზარი ტყე ოკუპაციის რისკის ქვეშ არის, იქ უკვე რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან.

ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ეს უზარმაზარი ტერიტორია ოკუპაციას, მაგრამ ამისათვის ბრძოლაა საჭირო.
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ატოცის გამარჯვების შემდეგ ჩორჩანას ტყის და იქ მდებარე საბადოების გადარჩენა მოვახერხოთ!

ამ ვიდეოზე კი ძალიან მწირი ნაწილია ნაჩვენები იმ ტერიტორიების, რომლის წართმევასაც ორკები გეგმავენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com