ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია!

ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია!

 

ოკუპანტებმა ხაშურის რაიონს 300 ჰექტარი ჩამოაჭრეს, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო ალყაშია!

ოკუპანტები პირველად შემოიჭრნენ 1130 მეტრზე, იქ პირველი საგუშაგო გააკეთეს, შემდეგ უკვე 250 მეტრით წინ წაიწიეს, სადაც გამართეს მეორე საგუშაგო. ისინი მუშაობენ და ტყეში გზას ჭრიან. სავარაუდ მათი მიმართულება აღებულია ჩვენი ქართული საგუშაგოს მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ტალკის საბადოსთან მდებარეობს. თუ ისინი არ გაჩერდებიან, მათი მიმართულებაა ჩვენი საგუშაგოსკენ. საბოლოო ჯამში ის რუკა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ , ის მოიქცევს ჩვენს საგუშაგოს საოკუპაციო ხაზს შიგნით.

სოფელ აბანოში, რომელიც წნელისის მოპირდაპირედაა, სადაც დოლოვიტის საბადო მდებარეობს, არ გაგვიკვირდება, რომ ისინი ამ მიმართულებითაც დაიძრან, ვინაიდან დოლომიტის საბადო ოკუპანტებისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათ ეს საბადო შტანილი აქვთ თავიანთ პრიორიტეტების ნუსხაში.

ამ წუთას მიმართულება აღებულია აქვთ და სამუშაოებს აწარმოებენ ქართული საგუშაგოს მიმართულებით. ჩვენი პირველადი შეფასებით, ხაშურის რაიონის ტერიტორიები დაახლოებით უკვე 300 ჰექტრამდე ფაქტიურად წაღებული აქვთ და ოკუპირებული. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს, ეს ხაშურის რაიონის ტერიტორიებია, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში”, – აცხადებს მოძრაობა„ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით  ქაცარავა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com