ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ოკუპანტებმა  გუგუტიანთკარში მავთულხლართის გავლება   7 აგვისტოს დაიწყეს, ხოლო  9 აგვისტოს ისევ განაახლეს

ოკუპანტებმა  გუგუტიანთკარში მავთულხლართის გავლება   7 აგვისტოს დაიწყეს, ხოლო  9 აგვისტოს ისევ განაახლეს

 

 „ გუგუტიანთკარში რუსების მხრიდან გარკვეული აქტიურობა 9 აგვისტოს ისევ შეიმჩნეოდა და მათ ტერიტორიაზე ტექნიკა მიიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი მავთულხლართების გაბმას ამ დღეებში ისევ დაიწყებენ. ქაცარავა ამბობს, რომ ადგილობრივი  მოსახლეობის შიში, რომ  შესაძლოა მთელი სოფელი ოკუპანტების მხარეს აღმოჩნდეს, რეალურია. „თუ რუსები მუშაობას ასე გაარძელებენ, ჩემი სახლი და კიდე ერთის სახლი  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა. ნაწილი ისედაც  ოკუპირებული იყო, ეზო ნახევარი იმათია, ნახევარი კიდევ ჩემი. ახლა კი  მთლიანად  იქით ექცევა.  ხელისუფლებამ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ორი დღე  სრული სიჩუმეა და არავინ არაფერს იმჩნევს. ჩვენ ადგილზე პატრულირებას ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ ატოცის მსგავსად აქტიურობით ოკუპანტებს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას არ მივცემთ“, -აცხადებს მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ საუბრის დროს.

„ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ასე ნელ-ნელა, ჩამოწევით მთელი სოფელი მათ მხარეს მოხვდეს. სასმელი წყლის იქით აღმოჩენის საფრთხეც არის და რა ვიცი… თუ ასე მოხდა, სოფელი წყლის გარეშე იქნება, 7 აგვისტოს ოკუპანტებმა ქართული საგუშაგოს მოპირდაპირედ 100 მეტრში ბოძები ისე ჩაყარეს და ტერიტორია მონიშნეს, რომ მათთვის ხელი არავის შეუშლია. – განაცხადა რაზმაძემ „რეზონანსთან“.

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადებების კეთებით პრობლემა ვერ მოგვარდება.  

„რეზონანსთან“ საუბარში ადგილობრივი მცხოვრები გივი რაზმაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი სახლი და ნაკვეთები ექცევა. მისი თქმით, არ არის ასევე გამორიცხული, რომ მთელი სოფელი დაკარგული აღმოჩნდეს.

საპირისპიროს ამტკიცებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

„კითხვების დასმის შემთხვევაში მედიამ მიიღო პასუხი, მათ შორის ჩემგან თუ ჩემი უწიყებისგან და შესაბამისი უწყებებისგან და რაც შეეხება რეაგირებას, სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება 7-ში. დღის პირველ ნახევარშივე რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი. შემდგომ დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო ასევე 7-ში,ყველა შესაბამის უწყებას 7 აგვისტოს, ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება ჰქონდა. ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ უწყება გუგუტიანთკარში არსებული მდგომარეობის  შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა, სპეკულაციაა.

 მოგეზსებნებათ, რომ გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია,  რომ  ხელახალი მავთულხლართის გავლება ოკუპანტებმა  7 აგვისტოს დაიწყეს, ხოლო  9 აგვისტოს ისევ განაახლეს.   გუგუტიანთკარში  სოფლის პერიმეტრს  რუსი ოკუპანტები ისევ აკონტროლებენ. სოფელში  ყველა ადგილი, რომელიც მობიშნული აქვთ  სავარაუდოდ, ე.წ. „მესაზღვრეები“ მავთულხლართებს გაჭიმავენ.  გარდა ამისა, ოკუპანტებმა  იქ სპეციალური აბრები და მობილიზებულია სპეცტექნიკაც შემოიტანეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com