ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს

ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა მათ თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. გატაცებულების ახლობლები აცხადებენ,რომ რუსმა სამხედროებმა მავთუხლართებს გამოღმა მყოფი განმუხურელები გაიტაცეს.

გატაცებულების ოჯახში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. მისი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პირების გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com