ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ოთო კახიძე დაკითხვაზეა

ოთო კახიძე დაკითხვაზეა

ვროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, დღეს შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დაიწყო.

ოთარ კახიძის გამოკითვა უკვე მიმდინარეობს.

„პალიტრავიდეოს“ მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

„ოთარ კახიძის გამოკითხვის შედეგად, შედგება სამართლებრივი ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინება“, – აცხადებენ სამინისტროში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com