ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ნუ ეპარტნიორებით მტრულ ძალებს; დაასრულეთ მათი გამოცხადება- აღიარება “მთავარ ოპოზიციად”-ირმა ინაშვილი

„ნუ ეპარტნიორებით მტრულ ძალებს; დაასრულეთ მათი გამოცხადება- აღიარება “მთავარ ოპოზიციად”-ირმა ინაშვილი

 

`მტრულ ძალაზე საუბრობენ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. მართალია, მტრული ძალაა, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს ბოლომდე წირავს და ამისათვის ყველაზე სახიფათო პროვოკაციებზე მიდის, მაგრამ ვეკითხები “ქართულ ოცნებას”: მტრულ ძალად მარტო სააკაშვილი- გოცირიძე მიგაჩნიათ და ბოკერია- არა, სწორად ვხვდებით, თუ გვეშლება რამე?!

თუ ორივე ნაცმოძრაობას გულისხმობთ მტრულ ძალაში, მაშინ ლოგიკაში მოგყვებით, მაგრამ, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილ- გოცირიძე- სამადაშვილს აცხადებთ მტრულ ძალად და ბოკერია- კახიძე- კაპანაძეს მოკავშირეებად იტოვებთ.

როგორი უნდა იყოს რეაქცია მტრულ ძალაზე?

1. ნუ ეპარტნიორებით მტრულ ძალებს; დაასრულეთ მათი გამოცხადება- აღიარება “მთავარ ოპოზიციად”, რასაც ხელოვნურად აკეთებთ.

2. გამოაცხადეთ მტრულ ძალად?! კარგია! მაშინ იმოქმედეთ სამართლებრივად! გამოიძიეთ მათი საქმიანობა და დასაჯეთ, კანონის ფარგლებში;

3. გავიტანოთ ჩვენი რეზოლუცია რიგგარეშე სხდომაზე და მხარი დაუჭირეთ მას;“- „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი აცხადებს ირმა ინაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გადაარჩინე-პრემიერო, დაურეკე ანიტას!

“მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე” – პრემიერო, დაურეკე ანიტას! ანიტას პრემიერის დახმარება სჭირდება და ხმის მიწვდენას ცდილობს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com