ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ნუ დაგვავიწყდება ლოცვა, სიყვარული გადაარჩენს გათითოკაცებულ, ერს და ვეცადოთ, თითო აგური ყველამ დავდოთ სიყვარულის!“

„ნუ დაგვავიწყდება ლოცვა, სიყვარული გადაარჩენს გათითოკაცებულ, ერს და ვეცადოთ, თითო აგური ყველამ დავდოთ სიყვარულის!“

„გლოვის დღე! ტკივილს ტკივილი ემატება და არ სჩანს დასასრული, ერთს ვგლოვობთ და გავიგებთ მეორე აღარ გვყავს, ხელიდან გვეცლება მომავალი თაობა, ცრელმით ევსება თვალები ერთ დროს ბედნიერ დედას, გული უკვდება მამას და მუჭს იცემს, და რა ხდება ამ დროს? არსაიდან არ არის გამოსავალი.

გლოვასთან ერთად ნუ დაგვავიწყდება ლოცვა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სიკვდილი ჩასაფრებული არის ჩვენთან ახლოს და ცდილობს ხელიდან გამოგგვლიჯოს საჯიშე ახალგაზრდობა.

უფალს ვთხოვოთ გვაკმაროს ამდენი გაუსაძლისი ტკივილი.დამძიმდა დედამიწა, დამძიმდა ადამიანების სული, ვილოცოთ არამარტო ჩვენი შვილებისთვის, სხვისი შვილებისთვისაც, ვთხოვოთ უფალს შეგვინდოს ცოდვები, ჩვენ კი ვეცადოთ მხოლოდ პოსტებით კი არა, გულით, სულით, მთელი არსებით შევიყვაროთ ერთმანეთი, გაუფრთხილდეთ და ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს, თორემ ხომ ხედავთ, სიკვდილს არ სძინავს ფხიზლად არის და ვაჯობოთ მას! სიყვარული გადაარჩენს გათითოკაცებულ, ერს და ვეცადოთ, თითო აგური ყველამ დავდოთ სიყვარულის! გვაკმაროს უფალმა ამდენი ტკივილი!“

სოფო იმერელი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი~-ნიკო კვარაცხელიას დედა

,მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს ...