ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნი კა მელიას ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე

ნი კა მელიას ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული  აღკვეთის ღონისძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

სასამართლოს განმარტებით, მელიას 30 000-ლარიან გირაოსთან ერთად გარკვეული დამატებითი ვალდებულებები დააკისრა.

“პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, ასევე მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც”, – აცხადებენ სასამართლოში.

ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე. სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, მელიას აეკრძალა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება;

“ამდენად, გაზრდილი გირაოს ოდენობის და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებენ სასამართლოში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოქრუაშვილი ხალვაშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღებას მოითხოვს-ოქრუაშვილმა ხალვაშს ტელეკომპანიის შესაძენად 7.7 მილიონი დოლარი ასესხა

    „რუსთავი2“-ის ამჟამინდელი მფლობელიაგან  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვაშის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com