ახალი ამბები
Home / ანალიტიკური მასალები / ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გამიყვანს ქართული პოლიტიკიდან

ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გამიყვანს ქართული პოლიტიკიდან

 

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პირდაპირ ეთერში გაყალბებული საარჩევნო ოქმები ფაქტობრივ დამამტკიცებელ საბუთად წარმოადგინა, რომ ხელისუფლებამ მართლაც გააყალბა არჩევნები.

„ჩვენ სარჩელებს ვამზადებთ და შევიტანთ. ჯერ სამართლებრივად მოქმედებას ვაპირებ. ისნის საარჩევნო უბნიდან 50 ხმა მოგვპარეს, როცა 56 ხმა გვქონდა აღებული და დაფიქსირებული იყო მხოლოდ 6 ხმა. ასევე კასპის საარჩევნო უბანში გვეწერა 0 ხმა. მას სუს-მა გაუბათილა ხმები, როცა ჩვენმა მაჟორიტარმა 159 ხმა აიღო. როდესაც 5 მილიარდს ადმინისტრაციულ რესურს  დებ და ნიჰილიზმს ებრძვი, რასაც მედია თესავს, ძნელია ადამიანებს მოუწოდო ბრძოლისკენ.” – აღნიშნა ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა:

`ჩემსა და ალეკო ელისაშვილს შორის რა განსხვავებაა, ამისი ახსნა არ გვჭირდება. გუშინ მან განცხადება გააკეთა, რომ ხელისუფლება ხალხს არჩევნებზე მიერეკებოდა და გააყალბა არჩევნებიო და ზუსტად 2 წამის შემდეგ, კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ჩინ-მედლების ხსენებით მიანიშნა, რომ შეიძლება მასთან მოლაპარაკება. სწორედ ეს განსხვავებაა ნინო ბურჯანაძესა და მას შორის.

თუ გამოვიყვანთ ხმებს იმ ოქმებიდან, რაც გვაქვს, გამოგვივა ხმების 6% საქართველოს მასშტაბით. აი, რა იქნებოდა შედეგი არჩევნები ნორმალურად, რომ ჩატარებულიყონდა ეცადოს. ბიძინა ივანიშვილი ვერ გამიყვანს ქართული პოლიტიკიდან, რაც უ. ძალიან ცდება თუ ჰგონია, რომ ამას მოახერხებს.” – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ადგილობრივ არჩევნებში ნინო ბურჯანაძის პარტიამ და მათმა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ საკმაოდ დაბალი პროცენტი მიიღო.

თვითმმართველობის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ არის აგვისტოს ომის დამნაშავე?-საქართველო რუსეთის წინააღმდეგ- საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში (ვიდეო)

სტრასბურგის მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2-ის ფინალური ეტაპი – სტრასბურგის მოსამართლეები ...