ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნინო ბურჯანაძეს სააკაშვილმა წყნეთის სამთავრობო აგარაკზე მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიჰყიდა,ის ახლაც მისი საკუთრებაა

ნინო ბურჯანაძეს სააკაშვილმა წყნეთის სამთავრობო აგარაკზე მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიჰყიდა,ის ახლაც მისი საკუთრებაა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

ეს ჩვენი ისტორიაა:
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შვიდ ყოფილ მაღალჩინოსანს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად წყნეთის სამთავრობო აგარაკზე მიწის ნაკვეთები მიჰყიდა _ ამის შესახებ “ივერიონს” სანდო წყარომ აცნობა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილმა ასეთი უნიკალური საჩუქარი ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადიშვილს, ვერა ქობალიას, ნიკა გილაურს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ბაჩო ახალაიას და დიმიტრი შაშკინს გაუკეთა.
არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე ამ ჩინოვნიკებს ორ-ორი ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცათ. თუ 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასს 200 დოლარს ავიღებთ, გამოდის, რომ თითოეული თანაგუნდელისთვის სააკაშვილს 400 000 ლარის ქონება უჩუქებია, რაც საბოლოო ჯამში 2 800 000 ათასი ლარია.
“ივერიონმა” ადგილზე გადაამოწმა ეს ინფორმაცია. მართალია, სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა კორესპონდენტს შიგნით შესვლის და ფოტოგადაღების ნებართვა არ მისცეს, მაგრამ გარე პერიმეტრიდან უკვე დასრულებული სახლების დათვალიერება მაინც შევძელით. პრეზიდენტის ნაჩუქარი 14 ათასი კვადრატული მიწის ფართობი მართლაც 7 სამოსახლოდ არის დაყოფილი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავის ნაკვეთში უკვე იშენებს სახლს. გილაური, ადეიშვილი, შაშკინი, ქობალია, ახალაია და ნიკოლეიშვილი ერთნაირი პროექტით, ერთნაირ სახლებს იშენებენ. ვანო მერაბიშვილის სახლი კი განსხვავებული პროექტით შენდება _ ის დანარჩენ სახლებზე შედარებით დიდია.
როგორც სანდო წყარო გვიყვება, მხოლოდ ნიკა გილაური აშენებს ამ სახლს საკუთარი ხარჯებით, დანარჩენ 6 სახლს კი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია აშენებს, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა.
ინფორმაციისთვის, ჩინოვნიკებისთვის ნაჩუქარი მიწის ფართი იმ სამთავრობო აგარაკის ნაწილია, რომელიც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს ასევე სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიჰყიდა.
თუმცა, როცა ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა, ხელისუფლებამ აღნიშნული აგარაკი ბურჯანაძეს იმ საბაბით ჩამოართვა, რომ მას არ ჰქონდა გადახდილი ქონების გადასახადი. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ ეს აგარაკი ორჯერ გაიტანა აუქციონზე, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა _ სინამდვილეში კი აგარაკს ახლოს არავი გააკარეს და კანონის თანახმად ის სახელმწიფოს დაუბრუნეს. მოგვიანებით ამ აგარაკში წყნეთის ჰამლეტ გონაშვილის სახელობის 29-ე სახელოვნებო სკოლა შეასახლეს. მაშინ სახელისუფლებო არხებმა დიდი ამბავიც ატეხეს _ ბურჯანაძისთვის წართმეული აგარაკი ხელოვნების სკოლას გადაეცა და წყნეთში სახელოვნებო დარგები განვითარდებაო.
1 ოქტომბრის არჩევნებს სულზე რომ არ მოესწრო, ხელისუფლება წყნეთის სახელოვნებო სკოლის გამოსახლებასაც აპირებდა ბურჯანაძის აგარაკიდან და ამ აგარაკისა და დარჩენილი ტერიტორიის გადანაწილებას “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნებზე გეგმავდა.
ლევან ჯავახიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...