ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლება აღუკვეთა-მას ბრალად ედება კორუფცია და გავლენის ბოროტად გამოყენება

ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლება აღუკვეთა-მას ბრალად ედება კორუფცია და გავლენის ბოროტად გამოყენება

აფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას ბრალადა ედება კორუფცია და გავლენის ბოროტად გამოყენება.

ასევე სასამარლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგისთვის და მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის.მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.

არკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია-წერს „ბიბისი“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„43%-იანი ზღვარი ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება- მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა“-გიორგი გახარია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა ხელისუფლების დაკარგვის შიშს უკავშირდება; -„ეს შიშისგან ...