ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ნიკა მელია გმირია, ძალიან მაღალი ტალღა აწია”-მიხეილ სააკაშვილი

“ნიკა მელია გმირია, ძალიან მაღალი ტალღა აწია”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ს თავმჯდომარე  ნიკა მელიას შორის კიევში შეხვედრები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მელიას თანამებრძოლობა ეამაყება. 

ძაან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი, ნიკა მელია არის ჩამოსული კიევში ხანმოკლე, ძაან დატვირთული სამუშაო ვიზიტით. მე მის ადგილას დავისვენებდი ციხის მერე. რასაც ვუყურებ, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა დრაივი აქვს, რომ ერთი წამი არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის გამარჯვების საწინდარი. იმიტომ რომ ძაან დიდი გეგმები არის და დიდი გეგმები აქვს ნიკას და ძალიან მაღალი ტალღა აწია ქართველი ხალხის დასახმარებლად. ჩემი აზრით, ეს მართლა უნიკალური კომბინაციაა, ასე რომ ძაან ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, შეუვალობით და პრინციპულობით რაც გამოიჩინა, ჩვენ ხალხს ყველაფერი გამოუვა,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.  

მსგავსი სიახლეები

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...