ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა- „მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების“

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა- „მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების“

„საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არამხოლოდ სამართალდამცველები, არამედ ის პირებიც, რომლებიც აქციაზე იყვნენ მისული და წარმოადგენდნენ მოქალაქეებს.

დღეს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბრადებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული შუამდგომლობა ჩვენ მიერ დასაბუთებულია რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით. მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მომწეებზე შესაძლო ზემოქმედების ნიკანორ  მელიას  მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით. ასევე, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო დაარღვია. გარდა ამისა, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი დეტალურად იქნება განხილული“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მხედველობაში ვიღებთმხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების,  ნიკანორ მელიას  მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც განმარტა ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიზეზები, ნიკანორ  მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ლოგიკურია, რომ  ნიკანორ მელიამ  მოწმე პოლიციელებზე ზეწოლა შეძლოს, ამირან გულუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საქმეში არსებული მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არ არიან.

,  ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც განმარტა ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიზეზები, ნიკანორ მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com