ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ,„ნეტა  ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა,  თუნდაც 20 წელი  ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს“- ია მეტრეველი   

,„ნეტა  ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა,  თუნდაც 20 წელი  ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს“- ია მეტრეველი   

 დღეს საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 5-ვე მაღალჩინოსანის მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ბუტა რობაქიძის დედა

                        ია მეტრეველი            სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დღეს სამართლიანობის აღგენა დაიწყო:

„ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო, აქ რაც მოაწყეს წივილი- კივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა,ნეტა  ჩემი შვილი ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა,  თუნდაც 20 წელი  ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს.

რას წივიან და რას კივიან,  ჩემთვის გაუგებარია, ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, რომ თავის ფეხით წასულიყვნენ ციხეში, მოენანიებიათ და ცოდვა მოეხსნათ, აქ ჩაატარეს და არ ვიცი რა დღეში არიან, ანგრევენ, წივიან და კივიან..

.პროკურორი დააზიანეს, საფეთქელთან ასცდა ბეწვზე, მეფარიძეს, რომელსაც სისხლი მოსდის და გაიყვანეს დარბაზიდან, ეს კისევ ერთი დასტურია იმისა,  რაც ჩაიდინეს ამ ავაზაკებმა, ჯერ სიცოცხლე წაართვეს, შემდეგ ავაზაკად გამოაცხადეს“-განაცხადა ია მეტრელმა.

რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

თეა ბალანჩივაძე

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com