ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ნეტა ვინმეს ასე ტკივა ჩვენი არყოფნა? ამ ორასიათას ქალს ვინ მოგვტირის? მართლა სხვა პლანეტაზე ვართ, ის ძველი თაობა კი, ვინც მოგვტიროდა და დაგვაძალებდა დაბრუნებას ნელ-ნელა მიდიან….“ – ემიგრანტ ირინა მიქაბერიძის წერილი

„ნეტა ვინმეს ასე ტკივა ჩვენი არყოფნა? ამ ორასიათას ქალს ვინ მოგვტირის? მართლა სხვა პლანეტაზე ვართ, ის ძველი თაობა კი, ვინც მოგვტიროდა და დაგვაძალებდა დაბრუნებას ნელ-ნელა მიდიან….“ – ემიგრანტ ირინა მიქაბერიძის წერილი

ირინა მიქაბერიძე ( სტატუსის ავტორი): 
სახლიდან გასვლას არ ვაპირებდი… ტელეფონი ვერ ვიპოვე და გასვლა დამჭირდა. ტაქსში ჩავჯექი… მძღოლი მეუბნება დანა კბილის არ მიხსნისო. ნაბოლარა ძმა მყავს 38 წლის და 6-ში გერმანიაში მოდისო… სულ მეთქი და არ ვიციო,  ჩურჩულით თქვა… კის თქმა ან გაუჭირდა შიშით და ან იმედმა არ ათქმევინა… ერთი ჩუმი და უწყინარი კაცი ვარ,  მაგრამ ყველას მოვკლავდი მთავრობაშიო… შემეცოდა… ამხელა კაცს ნიკაპი უკანკალებდა… ძლივს ვიკავებდი ტირილს…. რატომ ჩამსვი,  ღმერთო, ამ მანქანაში… შეიძლება აქ მაინც დამასვენო? …. ვანუგეშე. ნეტა იცოდე, რა იღბლიანი ხარ,  რომ გერმანიაში მიდის-თქო. 15 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და აქედან ნახევარზე მეტი,  იმის ნატვრაში მაქვს გატარებული,  რომ ნეტა უფრო ახლოს ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანასთან-თქო…. ვიზა აღარ გჭირდება, გზა ბევრად უფროა იაფია და ძალიან რომ მოგენატრება უიმედობა არ შეგჭამს-თქო. მე დაც მყავს,  მაგრამ ნაბოლარა ძმა სხვაოო… ეჰ,  ქალის ბედი რა ვთქვი…. მაგრამ ხმა არ ამომიღია… შვილი მოკვდომიათ და შვილიშვილებს,  რომ არ მოშივდეთ მკვდართან ჩასახუტებლად ვერ ჩამოდიან ამერიკიდან დედები-თქო…. და უიმედობა იცი როდის ვიგრძენი? მე რომ მიჭირდა მაშინ კი არა… ქართველი მკვდარი იქით რომ გადაასვენეს,  მაშინ მომიკლეს ბევრი იმედი ერთად-თქო…. ნუ დარდობ და ნუ სცოდავ. აქვე მიდის და თუ კალთას ვერ გამოიკერებ არა უშავს-თქო…. თუ ჩემი არ გჯერა ამერიკაში წასვლაც სცადე და გერმანიაშიც და მიხვდები რაა ძნელი-თქო… რაღა დროს ჩემი წასვლაა,  58 წლის კაცი ვხდებიო…. თქვენ იცით,  რომ იქ 74 წლის ქალებიც კი არიან,  ვინც ოჯახებს ინახავენ და შვილებს და შვილიშვილებს არ იცნობენ-თქო…. ლეგალიც რომ გახდე,  ასაკი აღარ გიწყობს ხელს , ამხელა გზაზე წინ და უკან იფრინო-თქო და ფრენის ხანგრძლივობაც ვუთხარი….

ისიც კი არ იცოდა რომ თვითმფრინავში ტუალეტია და აჭმევდნენ… უბრალოდ ნაბოლარა ძმას, მის იმედს მისტიროდა,  რადგან გერმანია შორს იყო. მე კი მარსიდან ვიყავი….აქ ჩავდივარ და რამდენი მოგართვათ-თქო…. თავი აღარ შემოტრიალა. მართლა არ ვიცი ფასები და ნუ მაწვალებთ-ქო. შენ ისეთი ადგილიდან ყოფილხარ,  რაც გინდა ის მომეცი,  მე თანხის თქმაც მიჭირსო…. ვეღარ შევიკავე თავი…. წავედი-თქო და წინ ფული დავუდე… გადავედი და სიბნელეში თავს დავტიროდი…. ნეტა ვინმეს ასე ტკივა ჩვენი არყოფნა? ძმა რომ ძმისთვისაა ვიცი,  მარა ამ ორასიათას ქალს ვინ მოგვტირის? მოგვტირის კი ვინმე? მართლა სხვა პლანეტაზე ვართ და აქ უჩვენობას ახალი თაობა მიჩვეულია… ის ძველი თაობა კი,  ვინც მოგვტიროდა და დაგვაძალებდა დაბრუნებას,  ნელნელა მიდიან….  და აქ უჩვენობას, ახალი თაობა მიჩვეულია… ღმერთო. შენ გვაპოვნინე გამოსავალი და მოგვეცი იმედი.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com