ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნეტავ კიდევ რა იხარშება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თავში?!

ნეტავ კიდევ რა იხარშება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თავში?!

მადლიერების წერილები ვაჟა გაფრინდაშვილს, – ეროვნულ ბიბლიოთეკაში მადლიერების აქცია გაიმართა. განთავსდა ყუთი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მისწეროს ვაჟა გაფრინდაშვილს და მადლობა გადაუხადოს.

ყუთში მოთავსებული ყველა წერილი საახალწლოდ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს გადაეცემა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილები. როგორც თათა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, დღეს უნდა გამართულიყო თავისუფლების სიგნალის აქცია და ბედნიერია, რომ ეს აქცია სამადლობელმა აქციამ ჩაანაცვლა.

„დღეს გვქონდა დაგეგმილი თავისუფლების სიგნალის აქცია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს აქცია მადლიერების აქციამ შეცვალა. ადამიანები მოდიან აქ და წერილებს წერენ მამასთვის, რა თქმა უნდა, ამ წერილებს წავიღებთ და წავიკითხავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა, განიცადა ეს ამბავი და პატარა წვლილი შეიტანა მამას გათავისუფლებაში. სიტყვებით ვერც გადმოვცემ, რამხელა ბედნიერებაა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის“,- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

სამადლობელი აქცია ასევე დაგეგმილია ქუთაისსა და ბათუმში» — გაგვახარა «საზმაუმ».

ნეტავ კიდევ რა იხარშება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თავში?!

https://ge.news-front.info/2019/12/30/marazm-krepchaet-%fbclid=IwAR0gKUoorCsqC8jK46Tgr02GZe33IRQ_UBZgXAFyi7srDhmkyAN5E32DLs4

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com