ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ნეტავ, ახლად გამოჭყლეტილი ვიღაც კორონავირუსი უფრო ძლიერია თუ ბებერი ძია შიმშილი?-ვატყობ, მთავრობა არანაირი სოციალური პაკეტის შემუშავებას არ აპირებს“-გულბაათ რცხილაძე

„ნეტავ, ახლად გამოჭყლეტილი ვიღაც კორონავირუსი უფრო ძლიერია თუ ბებერი ძია შიმშილი?-ვატყობ, მთავრობა არანაირი სოციალური პაკეტის შემუშავებას არ აპირებს“-გულბაათ რცხილაძე

„ნეტავ, ახლად გამოჭყლეტილი ვიღაც კორონავირუსი უფრო ძლიერია თუ ბებერი ძია შიმშილი?)) როგორც ვატყობ, მთავრობა არანაირი სოციალური პაკეტის შემუშავებას არ აპირებს, რესურსიც არ აქვთ ალბათ, ეკონომიკის რეფორმირება და ადგილობრივ წარმოებაზე გადაყვანა კი არ უნდათ და არც აფიქრდებათ. კორონა-შიშები, ჩვენი საამაყო ექიმების იმიჯი, მასმედიის მხრიდან ტვინების არევა და მისთანანი კიდევ მაქსიმუმ 2 თვეს იმუშავებს, კიდევ 2 თვე “კორონაზე გამარჯვებას” ვიზეიმებთ, მაგრამ მერე რა გველის? ფიქრობს ამაზე ვინმე? კი, ყველანი ვფიქრობთ ამაზე, ალბათ მთავრობის წევრებიც, მაგრამ ძალიან ზერელედ, ბუნდოვნად… მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ამ თემაზე უნდა ანთხევდეს ტვინს დღე და ღამე… ხალხს ცოცხლად ვერ დამარხავთ, წნევა დაგროვდება და აუცილებლად ამოხეთქავს. გუბაზ-ჩერგოებს ეს ნუ უხარიათ, ვერ დაიჭერენ თევზს მღვრიე წყალში.უკვე მე რაც ვიცი, რამდენი კონფლიქტი მწიფდება ბინის გამქირავებელსა და მოქირავნეს შორის – მარტო ასეთი რამდენი ოჯახია და რა სოციალური კონფლიქტი მწიფდება საზოგადოებაში, აცნობიერებთ ამას ვინმე?!“- პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...