ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნაციონალების ნაწამები მურმან დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში…. „26 მაისს მურმან დუმბაძე პოლიციის სამმართველოში სასტიკად აწამეს“….

ნაციონალების ნაწამები მურმან დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში…. „26 მაისს მურმან დუმბაძე პოლიციის სამმართველოში სასტიკად აწამეს“….

მოკლედ მურმან დუმბაძეს რომ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე აწამებდნენ, მაშინ გრიგოლ ვაშაძეე სად იყო? ალბათ  გახსოვთ  ჩემო მკიხველო? მოსკოვში ბრძანდებოდა, მაგრამ მაინც ნაციონალი იყო… ახლა კი, ჰოი საოცრებავ, მურმან დუმბაძე ისევ ნაციონალ-მწამებლებთანაა… ოღონდ ახლა გრიგოლთან… რა იც, ი რა ხდება?

****

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ არქივიდან: 

მურმან დუმბაძე ორჯერ მოხდა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში. ერთ-ერთი მათგანი იყო ევრონიუსი, რომლის კადრებშიც ჩანს, თუ როგორ მიყავს ორ პოლიციელს დაპატიმრებული დუმბაძე, რომელიც საღ-სალამათია.

თბილისში 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ, აქციის ერთ-ერთი მონაწილე მურმან დუმბაძე პოლიციის სამმართველოში სასტიკად აწამეს. ამის შესახებ განცხადებას აკეთებენ: დუმბაძის ადვოკატი მედეა ვასაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და აქციის ერთ–ერთი ანონიმი მონაწილე, რომელმაც სამმართველოში მომხდარი ფაქტის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სააგენტო კავკასპრესის ვებგვერდზე.

დაკავებულის ადვოკატის, მედეა ვასაძის განცხადებით კი დუმბაძე ამჟამად ისეა ნაცემი, რომ დამოუკიდებლად სვლას ვერ ახერხებს:

– “მანს თელავის პოლიციის იზოლიატორში მივაკვლიეთ. იგი უმოწყალოდ ნაცემია. როგორც თავად განმიცხაურმდა, სამმართველოში ცემეს. მას რაღაც პირობები წაუყენეს, აქციის ლიდერებისთვის რომ შეეგინებინა, ან საწინაარმდეგო აზრი გამოეთქვა. სამედიცინო ჩარევაა საჭირო. ჯერ-ჯერობით ექიმი არ ყოფილა მასთან. მონგრეული აქვს ცხვირი, თავი გახეთქილი, ეს არის სისხლმდენი ჭრილობები. შიგნიდანაც აქვს, ეტყობა, რაღაც პრობლემები, რადგან ხელმოკიდებული გამოგვიყვანეს”.

ვასაძის გადმოცემით, როგორც მას დუმბაძუამბო, იგი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ხელებშეკრული ეგდო იატაკზე და ვინც შემოდიოდა, სულ ყველა მირტყამდაო. მერე ამათრიეს მე-7 სართულზეო.

სააგენტო კავკასპრესსზე ანონიმი ავტორის მონათხრობის მიხედვით კი, პოლიციის სამმართველოში სხვებთან ერთად მურმანიც სასტიკად აწამეს:

– “ამ სართულზე ამოიყვანეს უმოწყალოდ ნაცემი მურმან დუმბაძე და ოთახში შეათრიეს. როგორც მესმოდა, რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, მან კი უარი უთხრა. დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. დუმბაძის მარტო არა ისმოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი დასისხლიანებული სხეული გამოათრიეს”.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დუმბაძეს ადმინისტრაციული სასჯელის სახით ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

– “დილის რვა საათზე გადაიყვანეს სასამართლოში. მე დამირეკეს. ვუთხარი, 15 წუთში მანდ ვიქნები მეთქი. რომ მივედი, მოსამართლეს  უკვე შეეფარდებინა სასჯელი. სასამართლო სხდომაზე მურმანს სისხლი სდიოდა. მოსამართლეებს მითითება ჰქონდათ მიცემული, რომ  ადვოკატების დასწრება როგორმე თავიდან აეცილებინათ”, – აცხადებს მედეა ვასაძე.

დუმბაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი:

– “როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან გავიგეთ, მურმან დუმბაძე პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს”.

– “ევრონიუსის კადრებში კარგად ჩანს, რომ იგი დაკავებისას უვნებელი იყო. მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, უახლოეს ხანში გამოიძიოს დუმბაძის შემთხვევა. მე ასევე მივმართავ ქართველ და საერთაშორისო უფლედამცველ ოირგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რათა მათი უშუალო დახმარებით მოხდეს დუმბაძის საქმის გამოძიება”.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com