ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს”-გიორგი გახარია

“ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს”-გიორგი გახარია

ექსპრემიერი გიორგი გახარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს,სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გაქრობაზე და პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი ძალების გამოჩენაზე საუბრობს.

გიორგი გახარია: „მივდივარ იქამდე, რომ “ნაცები” ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას “ოცნება” არც და ვერც გააკეთებს!“

გახარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების შინაარსით შევსება მისი პარტიის გასაკეთებელი იქნება.

„ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილია ორი ქართული პოლიტიკისგან გადაბერებული, ქართული რეალობის გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ერთმანეთთან ჭორაობით ავსებენ ვითომ პოლიტიკურ სივრცეს და სინამდვილეში მათი მიზანი არის მარტივი – პოლიტიკური ველი სრულად ჩაკეტონ, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსები არ გაჩნდნენ. ამაში მიშა სააკაშვილისა და დღევანდელი მმართველი პარტიის ინტერესები სრულად ემთხვევა. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ.

მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ქართული ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს. საბოლოო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური წესრიგი შინაარსით შეივსოს, ჩვენი გასაკეთებელი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბათუმში კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ აფეთქებას მოჰყვა

თვითმხილველები ბათუმში, 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ნგრევა, ...