ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  ნატოს წევრები კვლავ ადასტურებენ -საქართველო ნატოს წევრი გახდება

 ნატოს წევრები კვლავ ადასტურებენ -საქართველო ნატოს წევრი გახდება

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ -საქართველო ნატოს წევრი გახდება, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში, რომელიც დღეს ნატო-ს სამიტზე მიიღეს.
აქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატო-ს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი MAP იქნება. ნატო-ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. 

ნატო-ს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com