ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ნატო-ნატო”-ს ძახილი (რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გაწვერიანებს) არც საგარეო კურსია და არც ვექტორი“-ირმა ინაშვილი

“ნატო-ნატო”-ს ძახილი (რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გაწვერიანებს) არც საგარეო კურსია და არც ვექტორი“-ირმა ინაშვილი

 

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატირიოტთა ალიანსის “გენერალური მდივანი  ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ  დროა საქართველომ მკვეთრი საგარეო ორიენტირი დაიჭიროს , რადგანაც მხოლოდ „ნატოს“ძახილით   წინ ვერ წავალთ.

ძახილიდ  როცა საუბარია, რომ კოალიციის შექმნისას მთავარი საზომი იქნება,- ვის რა საგარეო კურსი აქვს, ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური ველის დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსულ ძალებად, სწორედ დამნაშავე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ 2003-2011 წლებში კარგად ვნახეთ, რა პრინციპებით მართავდნენ სახელმწიფოს ეს თითქოსდა დასავლური ძალები. ეს იყო ტერორი, ტერორი და ტერორი! ახლაც იგივე სულისკვეთებით, დასავლურობის ნიღბის ქვეშ ცდილობენ სრულიად ბოლშევიკური მიზნების განხორციელებას. სხვათა შორის, ამას ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს ჩვენი პარტნიორების ის ნაწილიც, რომელიც აქტიურად ლობირებდა და ლობირებს დამნაშავე ძალებს საქართველოში!

სწორედ ამ ჯიუტი ლობირების შედეგია ის, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ამერიკის ინსტიტუებისადმი რწმენა და ნდობა შეერყა. ახლა უფრო კონკრეტულად საგარეო კურსის შესახებ: ჩვენი კურსი ესაა ევროპა სამხედრო მიუმხრობლობით!

ჩვენი კურსი ესაა ავსტრია, შვეიცარია, ფინეთისა და შვედეთის მოდელების გაზიარება!

ჩვენი საგარეო კურსი,- ესაა საქართველოსთვის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველჰყოფა და “ნატო-ნატო”-ს ძახილი (რომელიც თავად აცხადებს, რომ არ გაწვერიანებს) არც საგარეო კურსია და არც ვექტორი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მცემაო, მიჩივის პროფესიით ძიუდოისტი,მე დავესხი თავს ძიუდოისტს?“-გიგი უგულავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ინციდენტის ოთხი მონაწილედან ორს ბრალდებულის სტატუსია მიენიჭა, ორს კი დაზარალებულის. დაზარალებულად ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com