https://www.facebook.com/100000454986264/posts/5225338687491246/

დღეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა თავად მელაშვილისთვის.
პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე „წინარე ქმედებებიდან გამომდინარე“.
“თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ დაგვიჭირეს, ახლა სამსახურშიც აღარ მიგვიღონ, რა დამოკიდებულებაა ეს, ცოტა არ მესმის ეს ყველაფერი. სამსახურში მე ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. რა პროკურატურის საქმეა, სამსახურიდან გაშვება. ამას წყვეტს ხელმძღვანელობა და არა პროკურატურა”, – თქვა ივერი მელაშვილმა.
მას უფლებამოსილება ამ საქმის წარმოების დროს შეჩერებული ჰქონდა.
ივერი მელაშვილი და მასთან ელი ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.