ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონება მომავალი თაობების დაღუპვის დასაწყისია…-გიორგი თევზაძე

ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონება მომავალი თაობების დაღუპვის დასაწყისია…-გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს, მისი განცხადებითთუ არკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონება მომავალი თაობების დაღუპვის დასაწყისია…

„ბოლო პერიოდში, ე.წ ლიბერალური ფრთის წარმომადგენელთა მხრიდან, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზებაზე. მათი განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ბიუჯეტის გაზრდას? როგორც უფლებადამცველი როგორ შეფასებას მისცემდით მათ მოსაზრებას და რასაფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ამგვარი იციატივა. რომლის შესახებაც პარლამენტიც მსჯელობს.

უფლებადამცველმა  გიორგი თევზაძემ  ნარკოლეგალიზაციის თემასთან დაკავშირებით მედიაში განცხადება გაავრცელა.

სააგენტო „გეომედიაპრესმა “ კომენტარი სთხოვა მას.

– ბატონო გიორგი, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზებას მოითხოვენ, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

– ძალზეც უარყოფითად,  ნარკოტიკების ლეგალიზციის დაკანონება მომავალი თაობების დაღუპვის დასაწყისი იქნება.

– ნარკოტიკების ლეგალიზებამ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?

– პიროვნება, რომელიც, იღებს ნარკოტიკს, გარკვეული ხნის შემდეგ ხდება ადამიანი, რომელსაც ამ ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება…. ეს ადამიანი არის დეზადაპტირებული,რაზეც უფრო მეტ მეცნიერულ განმარტებას სპეციალისტი მედიკოსები გააკეთებენ,  ოღონდ მათი მოსმენა უნდა მოინდომონ.

– საუბარიაკანაფის ლეგალიზებაზე, რა უარყოფითიშედეგები აქვს ამ ნარკოტიკს?

– ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ  თუ ადამიანმა მოსწია მარიხუანა. მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს. მთელ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში, იმიტომ, არის ცხოვრების დაბალი დონე, რომ უმრავლესობა პროცენტულად კანაფს ეწევა. ეს ნარკოტიკი იოლად იწვევს განცხრომის გრძნობას, კარგად ყოფნის განცდას. რაც აბრკოლებს, მისწრაფებას რაღაცისკენ. მარიხუანას ლეგალიზებას იმიტომ მოითხოვენ, რომ მიაჩნიათ, ეს არ არის ისეთი ნარკოტიკი, რომელიც სერიოზულ ზიანს იწვევს.მედიკოსებს ექნებათ სტატისტიკა, ხოლო მედიკოსები მარიხუანას კი „ნარკომანიის კარიბჭეს” ეძახიან.

– ნარკოტიკის მომხარებელი არის თუ არა კრიმინალი?

– ნებისმიერი ნარკოტოკის ყიდვა არის დანაშაული. ნარკომანი არის წამალდამოკიდებული ადამიანი, ის არის ავადმყოფი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ვკრათ, პირიქით, უნდა დაეხმაროს სახელმწიფო,  რათა მათი სოციალიზაცია მოხდეს. ამისათვის აუცილებელია პირველ ყოვლისა შეიქმნას რეაბილიტაციის ცენტრები და სახელმწიფომ ბიუჯეტში ჩადოს შესაბამისი მნიშვნელოვანი ხარჯები.ასეთი სარებილიტაციო ცენტრების სრულყოფილად ასამუშავებლად თუ საჭიროა მოწვეული იქნას უცხოელი სპეციალისტებიც.

– რას ეტყვით მათ, ვისაც ნარკოტიკების ლეგალიზება უნდათ?

-რბილად რომ ვთქვათ,  ამ ადამიანებს,  როგორც სჩანს,  არ აინტერესებს მომავალი თაობების ბედი, ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაკანონების შემთხვევაში  მივიღებთ თაობას,  რომელსაც არ აინტერესებს საქმე, რომელიც არის ავადმყოფი და რომლის უმეტესობაც გადავა ნარკოტიკზე, რაც საბოლოო ჯამში განადგურებულ და გაუბედურებულ თაობას მივიღებთ, ეს გვინდა?!..

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com