ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე :
ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ხელშია, რასაც უნდა იზამს, არის რეგვენი. აი ახლა, მაქვს სურვილი, ამის მთქმელ ზურა ჯაფარიძეს დავურეკო და მოვიყვანო ჩემს კორპუსში, სადაც, ასეთი მომხმარებელი, გაუბედურებული ბიჭი, ჯერ სახლს ანგრევდა, მერე მეზობლები ჩარეცხა, აბსოლუტურად შეურაცხადის ხმებს გამოსცემდა. მოვიდა პატრული..
რამდენიმე ეკიპაჟი. კარი რა თქმა უნდა არ გააღო. პატრულს ამ დროს, უფლება არ აქვს კარი შეანგრიოს მშობლის გარეშე. როგორც იქნა, მშობელი დედა მოვიდა, სხვაგან ცხოვრობს.. აღმოჩნდა, რომ კარი ღია იყო საბოლოოდ და აი აქ დაიწყო რაც დაიწყო. … შიშველი გამოვარდა გარეთ… ექვსზე მეტი პატრული, ნათესავი, დედა, აბსოლუტურად უძლურები… ვერ აკავებდნენ.. მიშველეთო ყვიროდა… რისგან მიშველეო, ეს ძნელი გასაგებია. გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი. … გადაყვანას სთხოვდა დედა ფსიქიატრიულში და აქაც, პრობლემაა როგორც ჩანს… ანუ, რომ გაგიჟდე ამ ქვეყანაში, ფსიქიატრიულში გადაყვანაც პრობლემაა? მოკლედ, ახლა ვდგავარ და არ ვიცი როგორ დავასუფთავო აბსოლუტურად სისხლში ამოთხვრილი სადარბაზო. სისხლი უსვია ყველაფერს…. კარგი, ამასაც ეშველება, მაგრამ ამ პრობლემას რა ეშველება? ნარკოპოლიტიკის შედეგებს ვიმკით და არავინაა პასუხისმგებელი. პატრულის, სასწრაფოს, სახელმწიფოს როლზე ზევით, ასეა თუ ისე ვთქვი სათქმელი. ახლა, 4:11 საათია ღამის. 18 აგვისტო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com