პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნამოხვანჰესისი პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, არდგან ის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ღერძია:
„ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, ის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება- მის წინააღმდეგ გამოდიან უცხო ქვეყნის მიერ ინსპირირებული ადამიანები.
მე გავაგზავნე მინისტრები, ადგილზე გაცნობოდნენ ყველაფერს, დროებით 9-12 თვემდე ნამოხვანჰესისი მშენებლობა შეჩერდება, მონიტორინგის ჩაერთვებიან სპეციალისტები, შემოწმდება რამდენად დამაზიანებელია გარემოსთვის ჰესის მშენებლობა. 5 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას და კიდევ 840 მილიონს განახორციელებს ინვესტიციებს სახით. დასაქმდება 200 კაცი და 400-მეტი სიმძლავრის ჰესი შეემატება ქვეყანას.
აქ საუბარი იყო რამდენიმე წლით მიწის გადაცემაზე, გადაცემაზე, ეს არის მსფლიოში აპრობირებული.
ეს ისტერია დაწყებულია. ეს არის ხელოვნურად, გარედან ინსპირებული ტალღა ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ. ამას კი ყველა კანონიერი გზით დავუპურისპიდებით.
იტალიაში 3 ათასი ჰესია, იაპონიაში 399-ზე მედი აქტიური ვულკანია და 2 ათასი ჰესია.შვეიცარიაში 25 ჰესისი სიმაღლე 300-ზე მეტია. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ჰიდრორესუსების გამოყენების, რადგანაც მცირე ქვეყანა ვართ, ეს აუცილებელია. დიდი ჰესები სახლემწიფოს ჩართულობით უნდა აშენდეს, ეს ნიშნავს მეტ ენერგოუსაფრხოებას ა ეკონომიკის წინსვლას“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.
